Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: მაქს კომფორტი
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
შპს "მაქს კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე

ჩვენ ვართ კომპანია, სადაც ხარისხი და კომფორტი ერთად ქმნის შედეგს. ახლა გვინდა, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდეს კრეატიული და დეტალებზე ორიენტირებული გრაფიკული დიზაინერი, რომელიც ჩვენს იდეებს ვიზუალურ ფორმას მისცემს.

პირობები:

** დასაქმება: ფართ თაიმ, კვირაში 3 დღე, ოფისში;
** სამუშაო საათები: 10:00-18:00 (1 საათიანი შესვენებით);
** ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის #116.

მოვალეობები:

** მარკეტინგული და სარეკლამო ვიზუალების შექმნა - ონლაინ და ოფლაინ არხებისთვის;
** ბეჭდვისთვის საჭირო ფაილების მომზადება სტანდარტების შესაბამისად;
** არსებული დიზაინების განახლება და კორექტირება;
** ბრენდირებული მასალების შექმნა - დაწყებული ბანერებიდან, დასრულებული პაკეტებამდე;
** სოციალური ქსელებისთვის მიმზიდველი და თანმიმდევრული ვიზუალური კონტენტის მომზადება;
** GIF-ებისა და მარტივი ანიმაციების შექმნა (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);
** ვებსაიტის დიზაინის შემუშავება და განახლება

რას ველით შენგან:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას;
** Adobe Photoshop-ის და Illustrator-ის მაღალ დონეზე ცოდნას;
** კრეატიულ აზროვნებას, კარგ ვიზუალურ ხედვას და ყურადღებას დეტალების მიმართ;
** დროულად და ხარისხიანად მუშაობის უნარს, გაწერილ ვადებში მასალების მიწოდებით.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულად, ელფოსტაზე: Hr@maxcomfort.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (გრაფიკული დიზაინერი).

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@maxcomfort.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე