Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666851&print=yes&view=jobs
 
წარმოების მენეჯერი - ხაშური/სოფელი ცხრამუხა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: პ 9
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
წყლის მწარმოებელი კომპანია შპს "პ 9" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და გამოცდილ მენეჯერს, რომელიც ჩაუდგება სათავეში საწარმოო პროცესების მართვას და მუდმივ განვითარებაზე იზრუნებს.

ადგილმდებარეობა: ხაშური, სოფ. ცხრამუხა
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად, 1200-1500

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა: აუცილებელია.
** უცხო ენების ცოდნა: სასურველია

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი.
** ორგანიზებული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გააკონტროლოს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ დადგენილი პროცედურების შესრულება.
** საწარმოს ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება და მართვა.
** სამუშაო გეგმის შედგენა და შესრულების კონტროლი.
** წარმოების გრაფიკებისა და რაოდენობების შესრულების უზრუნველყოფა.
** შემუშავებული დოკუმენტაციის წარმოება და საჭირო ცვლილებების განხორციელება.
** საწარმო ნედლეულის მარაგების ეფექტურად მართვა.
** ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა.
** დაგეგმილი გადაზიდვის დაორგანიზება.
** სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და ქცევის წესების დაცვა.
** საწარმოში მიმდინარე პროცესების კონტროლი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@mineralgroup.org ან დაგვიკავშირდეთ ტელ: 577 08 28 28

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია