დასახელება:
ფურშეტის მზარეული
|
მომწოდებელი:
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
|
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას ფურშეტის მზარეულის პოზიციაზე, ქ. თბილისში
ძირითადი მოთხოვნები:
** სამზარეულოში მუშაობის 3 (სამწლიანი)გამოცდილება;
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** სამზარეულოს ფუნქციონირების, კულინარიული პრაქტიკებისა და კერძების მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიების ცოდნა;
** სამზარეულოს კალკულაციების შედგენის უნარები და გამოცდილება;
** HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია გამოცდილება ფურშეტის მომსახურების მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეთანხმებული მენიუს მიხედვით, ცივი და ცხელი კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** თითოეული კერძის ინგრედიენტების რაოდენობის გაანგარიშება სტუმრების რაოდენობაზე დაყრდნობით;
** მენიუში არსებული კერძის დროულად და ხარისხიანად მომზადება;
** არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;
** HACCP სტანდარტის დაცვა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში;
** მომზადებული კერძებისა და დესერტების სწორი სერვირება, ასევე, სწორად განთავსება საპრეზენტაციო სივრცეში;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი / 09:00-18:00სთ;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
პატივისცემით,
შპს "სახელმწოფო კვებითი უზრუნველყოფა"
|
|
|
|