Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666838&print=yes&view=jobs
 
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** აუცილებელია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 3 (სამწლიანი) მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებელია ორგანიზაციისთვის პერსონალის მოზიდვასა და სწორად შერჩევაზე;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
** სამუშაოს ძიების პლატფორმებზე ვაკანსიის განთავსება;
** თანამშრომლების შერჩევის პროცესის სწორად წარმართვა, შემოსული რეზიუმეების განხილვა, გასაუბრების/ტესტირების დაგეგმვა, სრული პროცესის ორგანიზება;
** ახალი თანამშრომლის მიღების პროცედურის უზრუნველყოფა;
** პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების სათანადო დონეზე გაფორმება/რეგისტრაცია/შენახვა;
** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომლების ადაპტაციის, შეფასებისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა;
** პერსონალის საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვაში, განხორციელებაში და შედეგების მართვაში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ხელშეკრულებების, სხვადასხვა ტიპის ცნობებისა და დოკუმენტების მომზადება;
** თანამშრომელთა სამსახურში დროულად მოსვლა-წასვლის ფორმის მომზადება და წარმოების პროცესის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი / 09:00-18:00სთ;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

პატივისცემით,

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია