Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: არტმედია
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"არტმედია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი / ჰიბრიდული
განაკვეთი: სრული

ჩვენ შესახებ:

"არტმედია" არის ვებ და მობაილ დეველოპმენტ კომპანია, რომელსაც 15 წლიანი გამოცდილება აქვს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე. ვქმნით საიტებს, აპლიკაციებსა და სხვადასხვა ციფრულ პროდუქტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება (ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე)
** მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების გაფორმება
** კომპანიის სერვისების პრეზენტაცია სხვადასხვა არხით (ონლაინ/ოფლაინ)
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა
** CRM სისტემაში მუშაობა და ანგარიშგების მომზადება

საჭირო უნარები და მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (სასურველია IT/დეველოპმენტ სფეროში)
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (საუბარი და წერა)
** ტექნოლოგიური ტერმინოლოგიის გაგება (ვებ და მობაილ დეველოპმენტი, UI/UX და სხვ.)
** მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს გაყიდვებზე
** მუშაობას მრავალფეროვან პროექტებზე
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში ჩართვას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV და საკონტაქტო ინფორმაცია მისამართზე vacancy@artmedia.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე