დასახელება:
მენეჯერი / ადმინისტრაციული ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ინგლისური ენის სკოლა – ლინგოსთარი
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
"ინგლისური ენის სკოლა - ლინგოსთარი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის / ადმინისტრაციული ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომუნიკაცია ბავშვებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან
** სასწავლო ჯგუფების ფორმირება და ცხრილების შედგენა
** მოსწავლეთა დონის განსაზღვრა სპეციალური ტესტირებით და მათი სწავლის პროგრესის მონიტორინგი
** აკადემიური პროცესის ორგანიზება და ხარისხის კონტროლი
** სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო მასალების ადმინისტრირება
** მასწავლებლების დატვირთვისა და სამუშაო გრაფიკის კოორდინაცია
** შიდა ტესტების, სერტიფიცირების და საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
** მიმდინარე ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების დროული მართვა და ანგარიშგება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე ან უფრო მაღალი)
** ორგანიზაციული და ადმინისტრაციული გამოცდილება სასურველია
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდში მუშაობის უნარი
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Google Sheets/Docs)
პირობები:
** სრული განაკვეთი
** ანაზღაურება შეთანხმებით
** თანამედროვე, მეგობრულ გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: lingostar@ssedui.com და დასახელებაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
|
|
|
|