დასახელება:
ბუღალტერ-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
KFC საქართველო
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
"KFC (Kentucky Fried Chicken)" არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის ხორცის მიმართულებით. KFC-ის პირველი რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი გაიხსნა 2014 წელს და დღესდღეობით წარმოდგენილია უკვე 20 ბრწყინვალე რესტორნით.
თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობიანი და მეგობრული კეთილი იყოს თქვენი მობრძანება KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა, კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო პირობები!
პოზიციის სახელწოდება: ბუღალტერ-ოპერატორი
დეპარტამენტი: ფინანსური განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი, ვაკე
დასაქმების სტატუსი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიურ ბუღალტრულ საქმიანობაში ჩართულობა, ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა
** პროგრამა "ბალანსში" ბუღალტრული გატარებების შესრულება, სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების გატარება
** ფისკალურ სალარო აპარატებსა და საბანკო ტერმინალებზე განხორციელებული ოპერაციების სისწორის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
** ბუღალტერიის სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის პრაქტიკული ცოდნა
** MS Excel-ში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდურობა
კომპანია გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** KFC-ის პროდუქციაზე ფასდაკლებას
** ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: hr.office@ifc.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|