Робота для біженців з України
რეპორტინგის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეპორტინგის ოფიცერი
მომწოდებელი: კრისტალბეთი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
კომპანია "მარსი", რომელიც აზარტული თამაშების ბაზარზე კრისტალბეთის სახელით ოპერირებს 2011 წელს დაარსდა და ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს ბუკმეიკინგისა და ონლაინ თამაშების სფეროში.
2018 წლიდან კრისტალბეთი მსოფლიოში უმსხვილესი მულტინაციონალური ჰოლდინგური კომპანიის Entain, ყოფილი GVC ჰოლდინგის ერთ-ერთი ბრენდია და საქართველოში ექსკლუზიურ უფლებას ფლობს უმსხვილესი საერთაშორისო ჰოლდინგის პორტფოლიოში არსებული პროდუქტები რამდენიმემილიონიანი ჯეკპოტებით შესთავაზოს მომხმარებელს.

ექსკლუზიური, სრულყოფილი, დაცული ონლაინ სათამაშო პორტალი https://www.crystalbet.com/

მომხმარებელს თამაშის საუკეთესო გამოცდილებას და მომსახურების მხოლოდ მაღალ სტანდარტს სთავაზობს.

"კრისტალბეთი" აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის ოფიცრის პოზიციაზე.

კომპანიის თანამშრომლებისათვის შეთავაზების პაკეტი მოიცავს: კომფორტულ, მეგობრულ გარემოს, საინტერესო, გამოწვევებით სავსე სამუშაოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდში, თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და დამატებით ბენეფიტებს.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-19:00 საათი

ძირითადი მოვალეობები:

** MS SQL-ში query -ების, View-ებისა და Stored Procedure-ების წერა, ოპტიმიზაცია და მხარდაჭერა;
** Qlik Sense-ში ინტერაქტიული დაშბორდებისა და ანგარიშების (რეპორტების) შექმნა და განვითარება; რეპორტების დაგენერირების / დაგზავნის ავტომატიზაცია;
** მომხმარებელთა უფლებების მართვა და ადმინისტრირება Qlik sense-ის სისტემაში;
** ბიზნესის მოთხოვნების გაანალიზება და შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება;
** მონაცემების სიზუსტისა და სანდოობის უზრუნველყოფა/ტესტირება;
** მონაცემების გადამოწმება, პრობლემების დიაგნოსტიკა და მიზეზების ანალიზი;
** სხვადასხვა ბიზნეს ერთეულების მხარდაჭერა როგორც რეგულარული, ისე ერთჯერადი ანგარიშებით;
** IT და სხვა გუნდებთან თანამშრომლობა ანგარიშგების პროცესების გაუმჯობესებისთვის;
** ინფორმაციის ახალი წყაროების ანალიზი; Data Warehouse-ში ახალი ინფორმაციის შენახვის უზრუნველყოფის მიზნით ბაზებში სტრუქტურული ცვლილებების ინიცირება, შესრულება და მონაცემების შევსების ავტომატიზირება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებებში, საინფორმაციო სისტემებში, მათემატიკაში, სტატისტიკაში ან შესაბამის სფეროში;
მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანგარიშგების ოფიცრის პოზიციაზე;
** SQL-ის მაღალ დონეზე ცოდნა - რთული შეკვეთების წერისა და ოპტიმიზაციის უნარი;
** რელაციური მონაცემთა ბაზების კონცეფციების ცოდნა;
** Qlik Sense-ში ან სხვა BI/ანგარიშგების სისტემებში (Power BI, Tableau და სხვ.) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად - მონაცემთა მოდელირება, სკრიპტინგი, დეშბორდების დიზაინი;
** ETL-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია Microsoft Excel-ის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი როგორც ტექნიკურ, ისე არატექნიკურ გუნდებთან;
** ორგანიზაციული და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული;
** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@crystalbet.com არა უგვიანეს 2025 წლის 15 ოქტომბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ/ვერ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

შპს "მარსის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "მარსი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

ანიჭებთ შპს "მარსს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.

დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "მარსი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე