დასახელება:
საიტის მენეჯერი/ინჟინერი
|
მომწოდებელი:
ბაულაინ ინფრა
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
სამშენებლო კომპანია შპს "ბაულაინ ინფრა" მოღვაწეობს წყალსადენის, წყალარინების, მიწისქვეშა და საგზაო სამშენებლო სფეროში.
გვესაჭიროება: საიტის მენეჯერი/ინჟინერი
ადგილმდებარეობა: ბაკურიანი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
** სამშენებლო სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, კერძოდ საგზაო-სამშენებლო სფეროში (მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალსადენის, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები).
** უმაღლესი განათლება.
** მართვის მოწმობა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS office).
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობა,
** პუნქტუალურობა,
** დისციპლინა,
** გუნდური მუშაობისა და ამავე დროს შესრულების ხარისხის შეფასება/კონტროლის უნარი,
** მენეჯერული უნარები;
ანაზღაურება: 2500 ლარი + (შეთანხმებით).
დასაქმებულის ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი.
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმები, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა, გადამოწმება.
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და ყოველდღიური რეპორტინგი.
** შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრა, სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი.
** სამუშაო ჯგუფების მართვა.
დასაქმებული გაივლის 2 კვირიან შიდა ტრენინგს კომპეტენტურ პირთან ერთად.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე info@bauline.ge ან დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 598 72 61 53
ამ ვაკანსიის გამოცხადება გვინდა.
|
|
|
|