Робота для біженців з України
იმპორტ/ექსპორტ მენეჯერის და საერთ. გადაზიდვების კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტ/ექსპორტ მენეჯერის და საერთ. გადაზიდვების კურსი
მომწოდებელი: MEGALOGISTIC TRAINING CENTRE
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
შპს "MEGALOGISTIC TRAINING CENTRE" აცხადებს სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსებს იმპორტ/ექსპორტ მენეჯერისა და საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით, რომელიც ტოლფასია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილებისა. ტრენინგი გათვლილია როგორც დამწყებთათვის ასევე ამ სფეროში დასაქმებულ პირთათვის.

კურსს წარუძღვებიან ამ სფეროში მოღვაწე 18 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ტრენერები: დალი ჯიქურაძე & ირინა ლომიშვილი

პროგრამა:

** ადგილობრივი ბაზრის კვლევა
** სასურველი მომწოდებლის მოძიება (მსოფლიოს მასშტაბით)
** პროდუქციაზე თვითღირებულების დათვლა
** დოკუმენტების სწორად მოთხოვნა /სრული კომპლექტაცია
** დამატებითი დოკუმენტების გადამოწმება და მომზადება საჭიროების შეთხვევაში.
** INCOTERMS
** ტვირთის ტრანსპოტირების ოპტიმალური დაგეგმარება
** გადაზიდვების ტიპები (სახმელეთო, საკონტეინერო, საჰაერო)
** სატრანსპორტო ტერმინოლოგია
** დამკვეთთან სწორი კომუნიკაცია
** გადაზიდვის ტარიფების მოძიება, გაანალიზება და დამკვეთისთვის ყველა შესაბამისი ნიუანსების გათვალისწინებით შეთავაზება
** დოკუმენტაციის სწორად შედგენა ლოგისტიკასთან/საბაჟო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში (გენერალური ხელშეკრულება/ინვოისი/მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ)
** სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკების პრინციპები
** საბაჟო პროცედურები
** დასაწყობება

** კურსი მოიცავს 4 კვირას (16 სრული საათი)
** სამშაბათი -19:00-21:00, ხუთშაბათი- 19:00-21:00
** შეხვედრის ადგილი: ა. წერეთლის გამზ. 116 (ბიზნეს ცენტრი-"დიდუბე პლაზა")

ღირებულება: 950 ლარი
სტუდენტები ისარგებლებენ 10% ფასდაკლებით

საკონტაქტო დეტალები:

მობ: 593 63 36 89
მობ: 593 96 76 47
E-mail: irina@megalogistic.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე