დასახელება:
წარმოების დიასახლისი
|
მომწოდებელი:
ბრედფილდი
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
"მაკდონალდს საქართველოს" პურის ქარხანა "ბრედფილდი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დიასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული, დღე-ღამის ცვლა
** ადგილმდებარეობა: ლილო
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ყოველთვიური კვების დანამატი
** სამოტივაციო პროგრამები
** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა
ძირითადი მოვალეობები:
** დალაგების ყოველდღიური გეგმის შესრულება
** ზედაპირების, ფანჯრის რაფების და თაროების დასუფთავება
** იატაკების დასუფთავება
** ნარჩენების გატანა ნაგვის ურნებიდან (ოფისი, სამზარეულო, საპირფარეშოები და ა.შ)
** ავეჯის და ოფისში არსებული სხვა ნივთების გაწმენდა საჭიროებისამებრ
** სველი წერტილების დასუფთავება
** ფანჯრების, შუშის ზედაპირების და მინების გაწმენდა პერიოდულად
** ჰიგიენის საშუალებების შენახვა და მარაგის კონტროლი
** პურის ქარხნის სისუფთავეზე და წესრიგზე ზრუნვა
** საჭიროების შემთხვევაში რაიმეს დაზიანების ან შეკეთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი პირისთვის
** ქიმიკატების და საწმენდი საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენების ინსტრუქციების ცოდნა
** გარე ტერიტორიის პერიოდული დასუფთავება საჭიროებისამებრ
** საწარმოო ზონის დასუფთავება დადგენილი წესების შესაბამისად
** პურის ქარხანაში დადგენილი დალაგება/დასუფთავების წესებისა და სტანდარტების დაცვა
მოთხოვნები: პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancyibh@ibh.ge
|
|
|
|