დასახელება:
ლოგისტიკის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გრინვეი ლოჯისტიკ
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
"გრინვეი ლოჯისტიკი" არის სრულმასშტაბიანი ლოგისტიკური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ლოგისტიკის სრულ ციკლს ჩინეთში, ევროპაში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში. კომპანია დაარსდა 2012 წელს და დღეის მდგომარეობით ფლობს ფილიალს სლოვაკეთში და საწყობს ჩინეთში. მომავალში იგეგმება საწყობების გახსნა ევროპაშიც. გახსნის პროცესშია საწყობი ლილოში, სადაც "გრინვეი ლოჯისტიკი" განახორციელებს ოპერირებას.
ლოგისტიკის ინდუსტრიაში "გრინვეი ლოჯისტიკს" უკავია მოწინავე პოზიცია და ქმნის ახალ ტექნოლოგიებს და ინოვაციურ სტანდარტებს საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვაში.
უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ლინკს: www.gwl.ge
შპს "გრინვეი ლოგისტიკი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს შვილობილი კომპანიისთვის ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** ეფექტურ საბონუსე სისტემას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
მოვალეობები:
** ტვირთების მიწოდების პროცესის შეუფერხებლად და ეფექტურად ორგანიზება და მართვა;
- სატრანსპორტო მარშრუტების დაგეგმვა, კოორდინაცია და ოპტიმიზაცია.
- ტვირთის ტრეკინგი და რეალურ დროში ინფორმაციის მიწოდება გაყიდვების სამსახურისათვის.
- სატრანსპორტო კანონებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
** გადამზიდავ კომპანიებთან, სააგენტოებთან და პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
- კლიენტების შეკვეთების დროული და ზუსტი დამუშავება.
- კოორდინაცია გაყიდვების, საწყობისა და ტრანსპორტის გუნდებს შორის.
- დროული მიწოდების უზრუნველყოფა კლიენტებისთვის
- სასწრაფო და პრიორიტეტული გადაზიდვების მართვა.
** საერთაშორისო და ადგილობრივი გადაზიდვების ორგანიზება და კონტროლი (საექსპერტო/საამპორტო/ ტრანზიტული);
** სატრანსპორტო დოკუმენტაციის (CMR, AWB, Bill of Loading) მართვა და მონიტორინგი, ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის (ინვოისები, შეფუთვის ფურცელი, წარმოშობის სერთიფიკატი, ფიტოსერტიფიკატი, ვეტერინარული სერტიფიკატი, სადაზღვევო პოლისები და სხვა) კონტროლი;
** დოკუმენტებში სწორი და ზუსტი ინფორმაციის მითითება;
** მიტანის ვადების, უსაფრთხოების სტანდარტებისა და ტვირთვის დაზღვევის კონტროლი;
** პოტენციური პარტნიორების მოძიება, ბაზარზე ფასების ცვლილების მონიტორინგი, ტენდენციების გათვალისწინება;
** ხარჯების ოპტიმიზაცია და ეფექტური ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების შემუშავება;
** პრობლემური სიტუაციების დროული იდენტიფიცირება, გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიება და გადაწყვეტილებების მიღება (დაგვიანება, ტვირთის დაზიანება და სხვა);
** ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან შესრულებული ოპერაციების შესახებ;
** ლოჯისტიკური პროცესების გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების შემუშავება;
** შიდა წესებისა და პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მინიმუმ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პრაგრამების ცოდნა (MS Office);
** სასურველია CRM-ის ERP სისტემის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** კლიენტზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: vacancygwl@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ლოგისტიკის მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "გრინვეი ლოგისტიკი" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "გრინწეი ლოგისტიკი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.
შპს "გრინვეი ლოგისტიკი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|