Робота для біженців з України
ცხელი ხაზის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცხელი ხაზის ოპერატორი
მომწოდებელი: კლინიკა ჰელსიკორი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კლინიკაში შემავალი სატელეფონო ზარების პასუხი;
** დაინტერესებულ პირთათვის კლინიკის სერვისებზე და მომსახურების ფინანსურ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
** პაციენტის ექიმთან ვიზიტზე ჩაწერა.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ერთ წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების კარგად (MS Office) ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, შრომისმოყვარე, გუნდური მუშაობის უნარით, მოტივირებული და ორგანიზებული;

სამუშაო განრიგი:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ანაზღაურება:
** დარიცხული 1000 ლარი თვეში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2025 წლის 26 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე