Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666666&print=yes&view=jobs
 
მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
სვის კაპიტალი ახლა უკვე "სკაპი" — ახალი სახელით აგრძელებს საქმიანობას. სახელის ცვლილება ასახავს კომპანიის სტრატეგიულ ევოლუციას, რომელიც მიმართულია როგორც ტექნოლოგიების განვითარებისკენ, ასევე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და პროდუქტების გამრავალფეროვნებისკენ.

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი საქართველოში 2010 წლიდან საქმიანობს. დღეს კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 34 ფილიალით საქართველოს 13 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, გარდაბანში, თელავში, გურჯაანში, ხაშურში, მარნეულში, ახალციხესა და ფოთში.

სკაპის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.

კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რასაც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში მოქმედი სწავლებისა და თანამშრომელთა განვითარების კომპლექსური სისტემა. ამჟამად სკაპი აერთიანებს 500-ზე მეტ პროფესიონალს.

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე ქ. გორში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნეს დაკრედიტების ჯგუფის მართვა;
** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
** კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
** საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
** საკრედიტო პორტფელის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** ლიდერის უნარები, თანამშრომელთა მოტივირებისა და განვითარების უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური გაყიდვების უნარი;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; შაბათი: 10:00-16:00.
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - "მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსი - გორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია