დასახელება:
უნივერსალური მოლარე-შემფასებელი - ღამის ცვლა
|
მომწოდებელი:
სვის კაპიტალი
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
სვის კაპიტალი ახლა უკვე "სკაპი" — ახალი სახელით აგრძელებს საქმიანობას. სახელის ცვლილება ასახავს კომპანიის სტრატეგიულ ევოლუციას, რომელიც მიმართულია როგორც ტექნოლოგიების განვითარებისკენ, ასევე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და პროდუქტების გამრავალფეროვნებისკენ.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი საქართველოში 2010 წლიდან საქმიანობს. დღეს კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 34 ფილიალით საქართველოს 13 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, გარდაბანში, თელავში, გურჯაანში, ხაშურში, მარნეულში, ახალციხესა და ფოთში.
სკაპის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რასაც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში მოქმედი სწავლებისა და თანამშრომელთა განვითარების კომპლექსური სისტემა. ამჟამად სკაპი აერთიანებს 500-ზე მეტ პროფესიონალს.
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის (ღამის ცვლა) პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასება და ხელშეკრულების გაფორმება;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
** საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაცია;
** სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება;
** ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურების უზრუნველყოფა;
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ან/და უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
სამუშაო პირობები:
** ღამის ცვლა - 3 დღეში ერთხელ, საღამოს 10:00სთ-დან დილის 10:00სთ-მდე (12 საათიანი ცვლა);
** გამოსაცდელი ვადა - 6 თვე;
** ანაზღაურება: 1100 ლარამდე (გადასახადების გამოკლებით) + ბონუსი და ჯანმრთელობის დაზღვევა;
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "უნივერსალური მოლარე-ოპერატორი - ღამის ცვლა".
|
|
|
|