Робота для біженців з України
B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თამაშობანა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"თამაშობანა" ცნობისმოყვარეობის და თამაშის ზეიმია!

გვჯერა, რომ თამაშს დიდი ძალა აქვს, არა მარტო პატარებისთვის, და თან, არა მარტო გასართობად. ამიტომ ყველაფერს, რასაც თამაშობანაში ვაკეთებთ, ვაკეთებთ თამაშის სიყვარულით და დიდი ცნობისმოყვარეობით.

კომპანია "თამაშობანა" ეძებს გუნდის ახალ B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!

მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და ანალიზი: კორპორატიული გაყიდვების ახალი შესაძლებლობების მოძიება და განსაზღვრა
** სტრატეგიული პარტნიორების მოძიება: ახალი მეგობრების გაჩენა და გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება
** B2B გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება: გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და გაწერა
** კორპორატიული შემოსავლის გაზრდა: თამაშობანას ბიუჯეტის განვითარება წარმატებული მოლაპარაკებების და გაყიდვების ახალი რეკორდების დამყარების გზით
** აქტივობების და გასართობი ღონისძიებების პროგრამის გაწერაში მონაწილეობის მიღება, სკოლებისთვის და სხვა დაწესებულებებისთვის, რომლებიც ზრუნავენ ბავშვების განათლებასა და გართობაზე
** შეთავაზებების გაკეთება: წარმატებული მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან
** კლიენტებისგან ოპერატიული ფიდვექის აღება, თამაშობანას მომსახურების სწორად და დროულად შესრულების უზრუნველყოფა.
** გაყიდვების პერფორმანსის ზრდის კონტროლი: შედეგების განვითარება და შესაძლებლობების გაზრდა როგორც გუნდისთვის, ისე - საკუთარი თავისთვის
** CRM ბაზების დამუშავება: თამაშობანას CRM პროგრამებში მუშაობა და მონაცემების ანალიზი

რას გთავაზობთ:

** მხიარული და ლაღი სამუშაო გარემო
** ბევრი გულანთებული ადამიანი გუნდში
** შემოქმედებითი თავისუფლება
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები
** საინტერესო პროექტები და გამოწვევები
** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი გაყიდვებიდან
** დაზღვევა
** სამუშაო ადგილი - თამაშობანას ახალი სივრცე მზიურის პარკში
** სამუშაო საათები - კვირაში 40 საათი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tamashobana.ge და subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ განაცხადზე გამოხმაურებითა და მონაცემების გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ, დავამუშავოთ და შევინახოთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ განვახორციელოთ ყველა აუცილებელი პროცედურა, რაც თანამშრომლობის დასაწყებად იქნება საჭირო. პერსონალური მონაცემები არ იქნება გადაცემული მესამე მხარეს თქვენ მიერ მიცემული წინასწარი თანხმობის გარეშე და იქნება დაცული მხოლოდ მითითებული მიზნის შესაბამისად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე