დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ხედი
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
სასტუმრო "ხედი" მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან და მშვიდობის ხიდთან ახლოს.
სასტუმრო სრულად ამართლებს თავის სახელს, რადგან მისი ოთახებიდან იშლება პანორამული ხედები ძველი ქალაქის და თანამედროვე უბნების, მტკვრისპირა სანაპიროსა და ქალაქის მიმდებარე მთებზე, იდეალური ადგილია ძველი თბილისის ატმოსფეროს შესაგრძნობად.
სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 57 ნომერი, პანორამული რესტორანი, სუში-ბარი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი და სპა.
სასტუმრო "ხედის" პანორამული რესტორანი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ენერგიულ და კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება და კარიერული ზრდა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
** მენიუს ცოდნა და სტუმრებისთვის სრულყოფილი შეთავაზება კერძებისა და სასმელების ასორტიმენტის;
** შეკვეთის დროული მიწოდება;
** მაგიდების მოწესრიგება და სერვირება;
** ჩეკების მომზადება;
** ბანკეტებისა და კონფერენც ღონისძიებების სტუმართა მომსახურების უზრუნველყოფა,
** შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური - აუცილებელი მოთხოვნა).
პიროვნული თვისებები:
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ხელფასს + თიფსი + საბონუსე ანაზღაურება
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** ღამის ტრანსპორტირებას
** კვება
** ფიტპასი
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@khedihotel.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მიმტანი".
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|