სასტუმრო "ხედი" მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან და მშვიდობის ხიდთან ახლოს.
სასტუმრო სრულად ამართლებს თავის სახელს, რადგან მისი ოთახებიდან იშლება პანორამული ხედები ძველი ქალაქის სახურავებისა და თანამედროვე უბნების, მტკვრისპირა სანაპიროსა და ქალაქის მიმდებარე მთებზე, იდეალური ადგილია ძველი თბილისის ატმოსფეროს შესაგრძნობად.
სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 57 ნომერი, პანორამული რესტორანი, სუში-ბარი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი და სპა.
სასტუმრო "ხედი", აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 57 ნომერი, პანორამული რესტორანი, აზიური რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნეს კლუბი.
მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, განთავსების და გაცილების პროცედურების სტანდარტის დაცვით შესრულება,
** ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში ინფორმაციის შემოწმება;
** ჯავშნების მიღება, სისტემაში დაფიქსირება და მონიტორინგი,
** სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა,
** სასტუმროს შესახებ და სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ყველა სერვისის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სტუმრებისთვის,
** სტუმრისგან ინფორმაციის დროული მიღება, ჩანიშვნა და შესაბამისი რეაგირება,
** სასტუმროს პოლიტიკის შესაბამისად ანგარიშსწორების წარმოება და სწორი პროგრამული ასახვა,
** კოორდინაციაში მყოფ სხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია,
** სამუშაოს ეფექტურობისთვის საჭირო რეპორტების წარმოება,
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება, პოზიციისა და კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
** ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად),
** უცხო ენების კარგი ცოდნა (სავალდებულოა ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა),
** (Opera, Fidelio) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად,
** დეტალებზე ორიენტირებულობა,
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა,
** გუნდში მუშაობის უნარი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე - hr@khedihotel.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრატორი".
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|