დასახელება:
CNC დანადგარის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
იასა ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
შპს "იასა ჯორჯია" არის მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც კვალიფიციური სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული.
საწარმოს ძირითადი საქმიანობა თვითმფრინავების (ბიზნეს კლასის სკამების კომპონენტების) დამზადებაა. საწარმო სრულად არის აღჭურვილი საწარმოო დანადგარებით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოებაში CNC დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.
საწარმოს მდებარეობა: ქ. თბილისი, გლდანი, ომარ ხიზანიშვილის 264, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა,
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ცვლები 08:00-16:00; 16:00-24:00: 24:00-08:00
ანაზღაურება: 1500 ლარიდან კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ძირითადი მოვალეობები:
** დეტალების წარმოება, დანადგარებთან მუშაობა, საწარმოო პროცესის ციკლის უზრუნველყოფა
** წარმოებული დეტალების შემოწმება, გაზომვა და დოკუმენტირება არსებული სტანდარტების მიხედვით
** საწარმოს მენეჯერის დავალებების შესრულება;
** კომპანიის საწარმოო სტანდარტების, შრომის უსაფრთხოების წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
Მმოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება წარმოებაში
** CNC დანადგარებთან მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა.
დაინტერესებული კანდიდატები გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: levan.samkharadze@yasa-aero.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
|
|
|
|