დასახელება:
წარმოების თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
მაისი
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის წვენების მწარმოებელი კომპანია "მაისი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე.
კომპანია მაისი დაფუძნდა 2020 წელს და აწარმოებს ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის წვენებს. კომპანია ორიენტირებულია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.
** ლოკაცია: მცხეთის რ-ნი, სოფელი ნატახტარი
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 6:00 საათამდე
** ანაზღაურება: 1200 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე
მოვალეობები:
** წარმოების პროცესში ჩართულობა
** ბოთლების, თავსახურებისა და სხვა შესაფუთი მასალების დალაგება და კონტროლი
** ეტიკეტირების პროცესში ჩართულობა
** ბოთლების შეფუთვის პროცესში ჩართულობა
** დაზიანებული / წუნიანი შესაფუთი მასალების კონტროლი
** თარიღატორი დანადგარის კონტროლი წარმოების პროცესში
** დანადგარების რეცხვა
** ზოგადი სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი საწარმოში
აუცილებელი უნარები და მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა;
** ენერგიულობა, ინიციატივის წარმოჩენა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე: info@maisi.ge. subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|