Робота для біженців з України
მძღოლ-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: უნიმედი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
საქართველოში ევროპული და ამერიკული ცნობილი ბრენდების წარმომადგენელი კომპანია შპს "უნიმედი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00-მდე
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, შალვა გოგიძის 1
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია/მოვალეობები:

** პროდუქციის უსაფრთხოდ და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტებში, გაწერილი მარშრუტის მიხედვით
** ობიექტებთან ურთიერთობა, პროდუქციის მითვლა ზედნადებში გაწერილი რაოდენობის მიხედვით
** მიწოდებული პროდუქციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ხელმძღვანელისთვის
** უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში
** საწყობში შემოსული პროდუქციის დაცლა და დალაგება
** საჭიროებიდან გამომდინარე საწყობის თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა
** მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B-C კატეგორიის მართვის მოწმობა; ავტომობილის ტარების მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილებით,
** სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში
** დახასიათება წინა სამსახურიდან
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cv@unimedi.ge ერთი თვის განმავლობაში.

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე (+995 32) 2969 215; 595 06 07 70

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე