Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666603&print=yes&view=jobs
 
დისპეჩერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისპეჩერი
მომწოდებელი: ქულ სერვისი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
სატრანსპორტო კომპანია შპს "ქულ სერვისი" - კომპანია რამოდენიმე წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ქულ სერვისი ანხორციელებს ტვირთების გადაზიდვას საქართველოს მასშტაბით.

ქულ სერვისის პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. კორპორატიული კულტურის განვითარებით იწყება წარმატების ისტორია.

შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია!

კომპანია "ქულ სერვისი" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: დისპეჩერი.

ჩვენ გთავაზობთ: პროფესიულ ზრდას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და მხარდაჭერას განვითარების ყველა ეტაპზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აბელ ენუქიძის #5
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Excel-ში მუშაობის გამოცდილება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობას.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე

ფუნქცია-მოვალეობები:

** მძღოლების მონიტორინგი;
** მუდმივი კომუნიკაცია მძღოლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან;
** საწვავის ბალანსის შემოწმება და კონტროლი;
** შეკვეთის გაფორმება;
** ინვოისის შედგენა;
** რეპორტის წარმოება.

დამატებითი ბენეფიტები:

** განვითრების შესაძლებლობა;
** 50%-იანი თანადაფინანსება კვებაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 71 76 45 ან ელფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@phfavorite.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "დისპეჩერი"

შპს "ქულ სერვისი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს [ფავორიტი სტილ] -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@phfavorite.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია