Робота для біженців з України
თრეიდ მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თრეიდ მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
შპს "კომპანია ორბიტა", არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2004 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://WWW.ORBITA.GE

შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას თრეიდ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ქსელში შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, პროდუქციის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება/რეალიზაცია;
** პროდუქციის პოზიციონირების სტანდარტების ჩამოყალიბება შესაბამისი კლასის მიხედვით;
** ბრენდისადმი მომხმარებლის ლოიალურობის ზრდის მასტიმულირებელი ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება;
** ბაზრის სიტუაციის და ბაზარზე ბრენდის მდგომარეობის ანალიზი;
** თითოეული ბრენდის კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნა, აღსრულების მართვა, კომუნიკაციის ეფექტურობის კვლევა და კონტროლი;
** სავაჭრო ქსელის მარკეტინგული ღონისძიებების წლიური ბიუჯეტის ფორმირება და წარმართვა;
** პრომო აქციების დაგეგმვა, მართვა და ანგარიში (წელი, კვარტალი, თვე) შესაბამისი მარკეტების მიხედვით;
** სარეკლამო მასალებისა და მოწყობილობების ტექნიკური დავალების გაცემა, მათი მონტაჟის მონიტორინგი;
** სარეკლამო მასალებისა და ინვენტარის გადანაწილება;
** პროდუქციის ასორტიმენტის სრულფასოვანი ცოდნა და ანალიტიკა;
** გაყიდვების დეპარტამენტთან თანამშრომლობა და მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ერთ-ერთი მითითებული სპეციალობებიდან: მარკეტინგი, ბიზნეს ადმინისტრირება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ხელფასი: ხელფასის ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** ფიტპასი.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@orbita.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "თრეიდ მარკეტინგის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საკონტაქტო პირი: ლაშა კაპანაძე

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს კომპანია ორბიტამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს კომპანია ორბიტას ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე