Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666577&print=yes&view=jobs
 
მედდის დამხმარე - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მედდის დამხმარე
მომწოდებელი: დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მედდის დამხმარის პოზიციაზე.

"დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" ვიანის ქსელში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალია, სადაც ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის (ნეონატალური, პედიატრიული და მოზრდილთა) სრული ამბულატორიული და სტაციონარული სამსახურია ხელმისაწვდომი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. N83ა
გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს

ძირითადი მოვალეობები:

** პალატაში არსებული პაციენტების ჰიგიენის უზრუნველყოფა;
** პაციენტის სასიცოცხლო ნიშნების აღირცხვა, მათი მდგომარეობის კონტროლი, საკვების და სითხის მიღების კონტროლი და ცვლილებების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელი საქმის კურსში ჩაყენება;
** პაციენტის დახმარება გადაადგილებაში სიარულისას ხელჯოხით ან სხვა ინვენტარით (ეტლით);
** პაციენტის საწოლის მოწესრიგება და მათთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;
** პაციენტების ტრანსპორტირება და გადაადგილება შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით;
** ჩაბარებული ინვენტარისა და სახარჯი მასალების გაფრთხილება და ოპტიმალურად გამოყენება;
** შიდა რეგულაციების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა კანდიდატმა წამროადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
** უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა;
** პროფესიული კოლეჯის ბებია-ქალის დიპლომი ან გადამზადების სერთიფიკატი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2025

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე: wgmc_hr@vian.health
გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რათა შესაბამის ვაკანსიაზე განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 780 940

"დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ვიანის (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ვიანის შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია