დასახელება:
სერვის დესკის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ბს/2 ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სერვის დესკის ოპერატორი.
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთაშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო ადგილი: დიღმის 7, პიმენ ყურაშვილის 6 (დიდუბიდან უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: დინამიური გრაფიკი - თვეში არაუმეტეს 160 საათისა
პასუხისმგებლობები:
** შიდა სამუშაო პროგრამების მონიტორინგი
** დავალებების დაფიქსირება და მართვა კომპანიაში დანერგილი პროგრამების მეშვეობით
** საჭიროების შემთხვევაში დავალებების ესკალაცია შესაბამის ჯგუფებთან
** E-Mail-ით შემოსული საკითხების დაფიქსირება/მონიტორინგი/უკუკავშირი
** შიდა საკომუნიკაციო ჯგუფების მონიტორინგი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით
** ფისკალურ ტერმინალებთან დაკავშირებული დავალებების რეგისტრაცია შესაბამის პორტალზე
ჩვენ ვითხოვთ:
** უმაღლეს განათლებას (სასურველია ტექნიკური ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიან გამოცდილებას (სასურველია)
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილებას
** კომპიუტერული სისტემების და ტექნიკური მხარდაჭერის ზოგად საფუძვლებს
** პასუხისმგებლობის გრძნობას; დეტალებზე ორიენტირებულობას და გუნდური მუშაობის უნარს
** ენების ცოდნას: ქართული, რუსული, ინგლისური
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს
** Fit pass ბარათს
** ანაზღაურებას 1000-1100 ლარი (ხელზე ასაღები/Net)
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|