Робота для біженців з України
ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ჰიდროდიაგნოსტიკა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
შპს "ჰიდროდიაგნოსტიკა" მრავალი წელია აქტიურად მოღვაწეობს საინჟინრო და საკონსულტაციო მიმართულებით და მომხმარებლებს სთავაზობს სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის სფეროში სხვადასხვა მომსახურებას.

კომპანია "ჰიდროდიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ვაკე-საბურთალოს რაიონი, გაგარინის N24
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე პროექტებისა და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა, კონტროლი, დახარისხება (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ბრძანებები, ინვოისები და სხვ). აღნიშნულთან დაკავშირებით, მჭიდრო კომუნიკაცია ბუღალტერიასთან და მენეჯმენტთან.
** დოკუმენტ-ბრუნვის უზრუნველყოფა, კურიერების მიერ მოტანილი საბუთებისა და მასალების დახარისხება/გადამისამართება.
** Microsoft Office 365 პროგრამების აქტიურად გამოყენება: ფაილების დახარისხება (sharepoint), კომუნიკაცია (teams), დაგეგმვა (Planner) და სხვა.
** ხელმძღვანელობის და თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა საჭიროების მიხედვით.
** საფოსტო და საკურიერო დაგეგმვა-განხორციელება;
** უცხოელ მომწოდებლებთან მჭიდრო კომუნიკაცია, საქონლის დოკუმენტაციის შეგროვება, დახარისხება. შესაბამისი მონაცემთა ბაზის (საკონტაქტო ინფორმაცია) აღრიცხვა და სისტემური განახლება.
** ოფისის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა (ტექნიკური, სამეურნეო, საკანცელარიო, დასუფთავებისა და ინვენტარის კონტროლი);
** თანამშრომელთა მივლინებების ორგანიზება (დაგეგმვა, დოკუმენტირება და კონტროლი) და ლოჯისტიკური მხარდაჭერა;
** ოფისში სტუმრების მიღება და გადამისამართება. უცხოელი სტუმრების ვიზიტების კოორდინაცია, დახმარება (სასტუმროს ჯავშანი, ტაქსი და სხვა).
** შეხვედრების, ვიზიტების ორგანიზება. კომპანიის ეგიდით კონფერენციების, ვორქშოპების ორგანიზება მენეჯმენტთან ერთად.
** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებსა და ელექტრონულ შეტყობინებებზე პასუხი და საჭიროების მიხედვით გადამისამართება;
** ელექტრონული ფოსტის მართვა, კომპანიაში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა, განაწილება;
** კომპანიის მიერ შესყიდული სერვისების და პროდუქციის დაგეგმვა, კოორდინაცია, კომუნიკაცია მომწოდებელთან (კომუნალურები, დაზღვევა, კომუნიკაციები, ვებ-სერვისები, ტრენინგები, ვებინარები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook, Teams და სხვ.) კარგად ფლობა
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონეზე); სხვა დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (მაგ რუსული, გერმანული ან/და სხვ.)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული
** პასუხისმგებლიანი
** დეტალებისადმი ყურადღებიანი
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: vacancy@hydrodiagnostics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "ჰიდროდიაგნოსტიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე