დასახელება:
სტრატეგიული პარტნიორი ავტო იმპორტის მიმართულებით
|
მომწოდებელი:
ლიდერ მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
Leader Motors - კომპანია, რომელიც უკვე 10 წელია მუშაობს ავტომობილების აღდგენით და სერვისულ სფეროში, ახლა აფუძნებს ახალ მიმართულებას - "Leader Auto Import" და აცხადებს სტრატეგიული პარტნიორის ვაკანსიას, ავტო იმპორტის მიმართულებით.
ჩვენი მიზანია შევქმნათ ავტო იმპორტის ახალი სტანდარტი საქართველოში - აშშ-ის აუქციონებიდან შეძენილი ავტომობილების იმპორტი, სრული აღდგენითი სამუშაოებით, გარანტიით და კომპანიის სერვის ცენტრის სრულ მხარდაჭერაზე დაყრდნობით.
ეს არ არის რიგითი ვაკანსია - ეს არის შესაძლებლობა, პარტნიორობის პრინციპით ააშენო ბიზნესის ახალი იმპერია.
ვის ვეძებთ:
** კვალიფიციურ ადამიანს, რომელსაც აქვს ამბიცია საკუთარი საქმის შექმნისა პარტნიორობის პრინციპით;
** გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება;
** აშშ-ის ავტო აუქციონებზე ძვირადღირებული ავტომობილების შეძენის გამოცდილება;
** სტრატეგიული ხედვა და ცოდნა, როგორ იქმნება სისტემური, მასშტაბური ბიზნესი.
უპირატესობად ჩაითვლება:
** საკუთარი კლიენტების ბაზა (მაღალი სეგმენტის მომხმარებლები, რომლებსაც სურთ ავტომობილის შეძენა ამერიკიდან);
** უნარი, 0-დან შექმნას იმპორტის სტრუქტურა;
** მენეჯერული გამოცდილება და ბიზნესის მართვის ამბიცია.
რას გთავაზობთ:
** პარტნიორობას კომპანიასთან, რომელსაც უკვე აქვს აქტიური მომხმარებლების ბაზა და სერვისული ინფრასტრუქტურა;
** შესაძლებლობას - განავითარო საკუთარი მიმართულება და ერთ წელიწადში შექმნა დამოუკიდებელი იმპორტის ქსელი;
** სრული მხარდაჭერა ბიზნესის დაწყების etapზე;
** უნიკალური შანსი - საქართველოში ჩამოაყალიბო პირველი ავტო იმპორტის კომპანია სრული გარანტიით.
TEONA_SOPROMADZE@YAHOO.COM
|
|
|
|