Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666563&print=yes&view=jobs
 
AML სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: AML სპეციალისტი
მომწოდებელი: Coinet
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"Coinet" არის საქართველოში დაფუძნებული, სწრაფად მზარდი და VASP ლიცენზირებული ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უსაფრთხო, მოსახერხებელ და გამჭვირვალე გადაწყვეტილებებს ვირტუალური აქტივებით ვაჭრობისთვის.

"Coinet"-ში ვეძებთ AML სპეციალისტს, რომელიც დაეხმარება კომპანიას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის რეგულაციების დაცვაში და უზრუნველყოფს კანონის მოთხოვნების შესაბამისი პროცესების დანერგვა, განახლება, შესრულებას.

ძირითადი მოვალეობები:

** AML/CFT პოლიტიკებისა და პროცედურების კონტროლი და განხორციელება;
** კლიენტების მიმართ შესაბამისი CDD/EDD ღონისძიებების გატარება;
** საეჭვო ტრანზაქციების მონიტორინგი და ანალიზი;
** რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ანგარიშგება შესაბამის ორგანოებთან;
** თანამშრომლების ტრენინგი AML საკითხებზე;
** ყოველდღიური საქმიანობის მონიტორინგი და დოკუმენტაციის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა
** AML სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ვირტუალური აქტივების სექტორში
** გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საქართველოს ან საერთაშორისო რეგულაციების ცოდნა;
** კრიტიკული აზროვნება, ყურადღება დეტალებისადმი და ანალიტიკური უნარები.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@coinet.ge, 2025 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - AML სპეციალისტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია