Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666547&print=yes&view=jobs
 
პროდუქციის ხარისხის მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქციის ხარისხის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 230-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი.

კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.
"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

გაგვიცანი უფრო ახლოს: http://www.ch.ge

კომპანია სუფთა სახლი გაყიდვების დეპარტამენტში ეძებს გუნდის ახალ წევრს პროდუქციის ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა 36
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 -18:00)
ანაზღაურება: შეთანხმებით, განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციასა და მომხმარებლის საჭიროებების დადგენის მიზნით ეფექტური კვლევების ჩატარება:
** ბაზრის კვლევა, ახალი პროდუქტის გამოვლენა, ანალიზი და რეკომენდაციის გაცემა;
** პროდუქციის ხარისხის სერტიფიკატებთან შესაბამისობის გადამოწმება, პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებული ყველა ტიპის დოკუმენტაციის სრულყოფაში მოყვანა, პროდუქციის ძირითადი მახასიათებელი თვისებების გამოკვეთა;
** ძველი და ახალი ნომენკლატურის ხარისხობრივი შედარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება აგრარული მეცნიერებების (მაგ. სურსათის მეცნიერების, სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიის), ან მეცნიერების - (მაგ. მიკრობიოლოგიის და სხვ.) დარგებში;
** პროდუქციის ხარისხის მართვის მიმართულებით ჩატარებული ტრენინგი ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია HACCP სისტემებთან და ISO სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა: Excel-ში რეპორტებისა და ანალიტიკური მონაცემის წარმოების გამოცდილება სავალდებულოა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ანალიზის უნარი
** კრეატიული აზროვნება;
** სტრატეგიული აზროვნება;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge და გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "ხარისხის მართვის მენეჯერი".

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი"ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს "სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია