დასახელება:
კურიერი
|
მომწოდებელი:
Runner.ge
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
"Runner.ge" სწრაფად მზარდი საკურიერო კომპანიაა, რომელიც თბილისში და რეგიონებში მომხმარებლებს სთავაზობს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას.
ჩვენი გუნდის გაფართოების მიზნით ვეძებთ მოტივირებულ თანამშრომლებს კურიერის პოზიციაზე.
განიხილება სხვადასხვა ტიპის დასაქმების შესაძლებლობა:
** ერთი კურიერი, რომელიც იმუშავებს კომპანიის მიკროავტობუსზე (Ford Transit);
** კურიერი, საკუთარი ავტომობილით.
დასაქმების პირობები:
** მდებარეობა: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 12:00 - 21:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** საწვავის ხარჯს ანაზღაურებს კომპანია
** საკუთარი ავტომობილით მომუშავე კურიერისთვის აუცილებელია მცირე მეწარმის სტატუსი
სასურველი გამოცდილება და მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** თბილისის უბნების კარგი ცოდნა სავალდებულოა
** პასუხისმგებლობიანი და დროული შესრულება
ძირითადი მოვალეობები:
** ვენდორების მისამართებიდან პროდუქციის წამოღება და ადრესატამდე მიტანა
** საწყობიდან მომხმარებლების მისამართებზე ამანათების დარიგება
თუ ფიქრობთ, რომ ამ პოზიციაზე თქვენი უნარები და გამოცდილება შეესაბამება მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: info@runner.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599881141
|
|
|
|