Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666510&print=yes&view=jobs
 
რეგიონული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: მაღაზიათა ქსელი გვირილა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
მარკეტების ქსელი "გვირილა" ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად, კომპანია არის სწრაფად მზარდი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

შპს "გვირილა რითეილის" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.

** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
** დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: განიხილება კანდიდატი გამოცდილებით
** სპეციალობა / სპეციალიზაცია (სასურველი): ლოგისტიკა/ტრანსპორტი მარაგების მართვა

ფუნქცია/მოვალეობები:

** მენეჯერული რგოლის და ობიექტის პერსონალის შესრულებული სამუშაოს მუდმივი კონტროლი;
** ობიექტების სტაფის მოძიება და ტესტირების ეტაპის განსაზღვრა;
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კომპანიის ბიზნეს ამოცანების შესაბამისად, მარაგების მართვის სრული ციკლის დაგეგმვა და პროცესების მართვა/კონტროლი;
** ფილიალში სარეალიზაციო პროდუქციის მარაგების მართვა (შეკვეთების/მომარაგების კონტროლი);
** კომპანიის პროდუქციის მიხედვით მინიმალური და მაქსიმალური მარაგების განსაზღვრა პროგრამულად;
** წინდებული/ გაუქმებული პროდუქციის უკან დაბრუნება;
** სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულების კონტროლი;
** მომწოდებელ კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** ტოპ გაყიდვადი პროდუქციის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული ფილიალებში რეალიზაციის გაზრდისთვის გეგმების დასახვა:
** რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების მითითების შესრულება.

მოთხოვნები:

** Excel პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია საცალო ბაზარზე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
** დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** სასურველია პროგრამა "აპექსის ცოდნა";
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სათავო ოფისი
** ანაზღაურება შეთანხმებით

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: HR@gvirila.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია