დასახელება:
სტრუქტურული ინჟინერი
|
მომწოდებელი:
BIM Solutions Georgia
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
"BIM Solutions Georgia" აცხადებს ვაკანსიას სტრუქტურული ინჟინრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრულ განაკვეთი
ჩვენს შესახებ
"BIM Solutions Georgia" არის ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტილებების წამყვანი პროვაიდერი, რომელიც სპეციალიზებულია ციფრულ მშენებლობასა და BIM ტექნოლოგიებში. ჩვენ ვეძებთ სტრუქტურულ ინჟინერს, რომელსაც სასურველია, რომ ჰქონდეს Lira-ში მუშაობის გამოცდილება ან სურვილი, რომ შეისწავლოს მოწინავე BIM პროგრამები ჩვენი გუნდის მხარდაჭერით. ასევე ექნება კონსტრუქციული ანალიზის შესრულების, სტრუქტურული კალკულაციების და საინჟინრო ნახაზების შესრულების მიმართულებით გამოცდილება.
ძირითადი პასუხისმგებლობები
** შენობებისა და ნაგებობების კონსტრუქციული ნაწილის ანალიზი და მოდელირება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
** სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციების გაანგარიშება და შემოწმება.
** სტრუქტურული კალკულაციების შესრულება ეროვნული და საერთაშორისო სამშენებლო ნორმების მიხედვით;
** კონსტრუქციული ნახაზების მომზადება შესაბამის პროგრამებში;
** ტექნიკური ანგარიშებისა და დოკუმენტაციის შედგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** ბაკალავრის ხარისხი სტრუქტურულ ინჟინერიაში ან მასთან გათანაბრებულ დარგში.
** საინჟინრო ინდუსტრიაში მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
** პრაქტიკული გამოცდილება Lira-ს პროგრამაში;
** სტრუქტურული კალკულაციების შესრულების გამოცდილება;
** კონსტრუქციული ნახაზების მომზადების გამოცდილება;
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების (Eurocode/ქართულ-რუსული ნორმები) ცოდნა;
** Tekla Structures-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა, გამოცდილების არ არსებობის შემთხვევაში, კომპანიაში გექნებათ მისი შესწავლის შესაძლებლობა.
** სტრუქტურული დიზაინისა და მოდელირების პრინციპების გააზრება.
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი.
რას გთავაზობთ?
** BIM პროგრამების, მათ შორის Tekla Structures-ის, შესწავლის შესაძლებლობასა და პროფესიულ განვითარებას.
** BIM Solutions Group-თან მუშაობას, რომელიც ოპერირებს ევროპაში.
** ინოვაციურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში კარიერული ზრდის პერსპექტივას.
** საერთაშორისო ტრენინგებისა და გამოცდილების გაზიარებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მეილზე: info@bimsolutions.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ: "სტრუქტურული ინჟინერი".
შემოგვიერთდით საქართველოში ინჟინერიის მომავლის ფორმირებაში!
|
|
|
|