Робота для біженців з України
ენისა და მეტყველების თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ენისა და მეტყველების თერაპევტი
მომწოდებელი: Bright Academy
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი
ბავშვთა გავითარების ცენტრი "ბრაით აკადემი" აცხადებს ვაკანსიას ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვთან თერაპიული სესიის ჩატარება
** შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა მშობლისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
** დოკუმენტაციის წარმოება
** მშობლის განათლება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
** ბავშვზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა
** შეფასების შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის გაწერაში მონაწილეობის მიღება
** ბავშვთან ჩართულ სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება
** კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრის ხარისხი
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ორი წელი

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა
** ენა-მეტყველებისა და კვების განვითარების დარღვევების თავისებურებების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაცია
** გუნდური მუშაობა
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** რთულ და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@brightacademy.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 14 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე