დასახელება:
უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
REA Investment
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
"REA Investment" არის უძრავი ქონების გაყიდვების აუთსორსინგული კომპანია, რომელიც უკვე 8 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. ვთანამშრომლობთ წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან და ვახორციელებთ უძრავი ქონების გაყიდვებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას გაყიდვების პროცესზე - დაწყებული მოლაპარაკებებიდან, დასრულებული გარიგების გაფორმებით.
"REA Investment" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
** უძრავი ქონების შეთავაზება და პრეზენტაცია ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებზე
** მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება
** ბაზრის ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის განხორციელება
** გაყიდვების პროცესის სრულად მართვა
** CRM სისტემაში ინფორმაციის რეგისტრაცია და განახლება
** ჩვენ მიერ მოწოდებული ლიდებთან მუშაობა და მათზე აქტიური კომუნიკაცია
** დამატებით - კლიენტების მოძიება სხვადასხვა უძრავი ქონების პლატფორმებსა და ონლაინ არხებში
საჭირო უნარები და მოთხოვნები:
** გაყიდვებში გამოცდილება (უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები
** ქართულ ან რუსულ ენებზე თავისუფლად საუბარი
** შედეგზე ორიენტირებულობა და თვითმოტივაცია
** გუნდში მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალ ბონუსებს შესრულებული გაყიდვებიდან
** ტრენინგებს და პროფესიულ განვითარებას
** მეგობრულ და მოტივირებულ გუნდს
სამუშაო გრაფიკი: 5 (ხუთი) სამუშაო დღე კვირაში (10:00-18:00)
გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hreainvestment@gmail.com
სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თქვენი მონაცემების გაგზავნით, ადასტურებთ თანხმობას "პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე, "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონმდებლობის შესაბამისად.
გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არაუმეტეს 6 თვისა. კანდიდატურა შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.
|
|
|
|