Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: მედანე
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"მედანე" საერთაშორისო ბრენდების დანების, აქსესუარებისა და აღჭურვილობის მაღაზიათა ქსელს წარმოადგენს ქართულ ბაზარზე. მალე ვხსნით ახალ ფილიალს მეგალაინში, სადაც მაღაზია და საწყობი გაერთიანდება.

ვეძებთ მაღაზიის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს ფილიალის საქმიანობას და იზრუნებს როგორც გუნდის, ისე გაყიდვების განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და განვითარება
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
** მომხმარებელთა პროფესიონალური მომსახურება და მათთან მუდმივი კომუნიკაცია
** საწყობის პროცესების კონტროლი (საწყობის თანამშრომელთან ერთად)
** გუნდის კოორდინაცია და სამუშაო გარემოს ეფექტიანობის უზრუნველყოფა
** ანგარიშგებების წარმოება და ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საცალო ვაჭრობაში (მენეჯერულ პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდში მუშაობის და პროცესების მართვის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა

პირობები:

** სრული განაკვეთი - კვირაში 40 საათი
** 2 დასვენების დღე
** ხელფასი: 1700 ლარი + საბონუსე სისტემა (გაყიდვებზე/შედეგებზე ორიენტირებული)
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე Info@medane.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე