Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666490&print=yes&view=jobs
 
HR ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ლაგო
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
თუ გაქვს სურვილი, გახდე მეგობრული გუნდის წევრი, ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

შპს "ლაგო" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრატორის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის 10ე
** სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე 09:30-18:30 (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** პერსონალის (შტატში მყოფი, მომსახურე, რეზერვში მყოფი პირის, სტაჟიორის, გარდა მენეჯმენტისა) პირადი საქმეების წარმოება/ფაილინგი;
** პერსონალთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმება/ვადის კონტროლი, საკადრო ბრძანებების მომზადება;
** ხელფასების, ბონუსებისა და ბენეფიტების ადმინისტრირება;
** შვებულების, ბიულეტენის, მივლინების ადმინისტრირება;
** დოკუმენტების საარქივოდ მომზადება/გადაცემა;
** სამუშაო აღწერილობების პოზიციასთან შესაბამისობაში მოყვანა, საჭიროების შემთხვევაში განახლება და თანამშრომლების მხრიდან ხელმოწერით უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების მოთხოვნის შესაბამისი ცნობების, რეკომენდაციების მომზადება;
** სამუშაო დროის აღრიცხვის ადმინისტრირება;
** რეკრუტინგის პროცესის მართვა და შესაბამისი ბაზების/რეპორტების წარმოება

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის წოდება სასურველია იურიდიული, ბიზნეს ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** HR ადმინისტრატორის ან ჯენერალისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** რეკრუტინგში მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამები - საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა - ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობა

განცხადებების მიღების ვადა: 2025 წლის 30 სექტემბერი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე hrlago@mail.ru და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ან დარეკეთ +995 579599996

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია