Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666472&print=yes&view=jobs
 
სამეურნეო ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო ხელმძღვანელი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო ხელმძღვანელის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ!

შერჩევის ეტაპები:

** ელფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლცენტრისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზანილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან და სპეციალისტთან;
** ტესტირება ექსელში, პროექტული დავალება;
** გასაუბრება დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელთან

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის 87; პასუხისმგებლობის ზონა - ყველა ფილიალი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 5000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ყველა ფილიალში სამეურნეო, ტექნიკური და სასაწყობე პროცესების ორგანიზება და მართვა;
** დაქვემდებარებული პერსონალის (ტექნიკური, სამეურნეო, სასაწყობე თანამშრომლები) ხელმძღვანელობა, დავალებების დელეგირება და შესრულების მონიტორინგი;
** ყოველდღიური სამეურნეო და ტექნიკური პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
** ინფრასტრუქტურის, შენობებისა და ტექნიკური მოწყობილობების მოვლა, პროფილაქტიკა და საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება;
** სასაწყობე სივრცის ოპტიმალური გამოყენება, აღრიცხვა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** ინვენტარისა და საოფისე/საწარმოო საჭიროებების დროული უზრუნველყოფა;
** მცირე რემონტებისა და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის პროცესის კოორდინაცია, გრძელვადიანი ტექნიკური სერვისების დაგეგმვა;
** თანამშრომელთა უსაფრთხოების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების წესების ზედამხედველობა;
** პროცესების დელეგირება შესაბამის ფილიალებში პასუხისმგებელ პირებთან, კონტროლის და ანგარიშგების სისტემის ჩამოყალიბება;
** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა, ხარჯების ოპტიმიზაცია და სამეურნეო მიმართულების საჭიროებების დაფინანსების კონტროლი;
** ანგარიშგება მენეჯმენტთან მიმდინარე პროცესების, ხარვეზებისა და მიღწეული შედეგების შესახებ

განსაკუთრებული გარემოებები:

** მუდმივი მზადყოფნა ფილიალებში მოულოდნელი ტექნიკური/სამეურნეო პრობლემების ოპერატიულად მოსაგვარებლად;
** მაღალი პასუხისმგებლობა კომპანიის ინფრასტრუქტურის სტაბილურობასა და უწყვეტ ფუნქციონირებაზე;
** საჭიროების შემთხვევაში, ინტენსიური კომუნიკაცია მომწოდებლებთან და სერვის მომწოდებელ კომპანიებთან

ძირითადი კომპეტენციები:

** განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით;
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** გუნდის ეფექტური მართვის უნარი;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: jobs@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია