Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666455&print=yes&view=jobs
 
ჭურჭლის მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: Communal Hospitality
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმტოებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.

"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.

"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** ნაგვისა და სამზარეულოს ნარჩენების გატანა
** ჭურჭლის რეცხვა

პიროვნული მახასიათებლები და უნარ ჩვევები:

** ენერგიულობა
** პასუხისმგებლობა
** თავაზიანობა
** პუნქტუალურობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქიმიურ ხსნარებთან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება
** გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანაზღაურება: 1500 ლარი
** გრაფიკი: 12 საათიანი სამუშაო დრო, კვირაში 4 დღე

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@communalcompany.com.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია