დასახელება:
რეალიზაციის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
G&A Group
|
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი
|
"G&A Group" არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი.
"G&A Group" აცხადებს ვაკანსიას რეალიზაციის ოპერატორის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე
ანაზრაურება: 1200 ₾
ადგილმდებარეობა: დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29
ძირითადი მოვალეობები:
** მითვლის ფურცლის მიხედვით რეალიზაციის გაფორმება და პაკეტური აქტივაცია ზედნადებების;
** კორექტირებების და უკან დაბრუნებების გაფორმება;
** ბორტებზე დაგროვებული ნაშთების განაწილება საწყობების მიხედვით;
** შეკვეთების გაფორმება პროგრამაში;
** ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება რეალიზაციის ოპერატორის პოზიციაზე;
** 1C 8.3 ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|