Робота для біженців з України
გაყიდვების გუნდის ლიდერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების გუნდის ლიდერი
მომწოდებელი: არომაკო
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქარულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2019 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა მოწინავე კომპანიებს. ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/

კომპანია "არომაკოს" მისია, შექმნისთანავე იყო, ნებისმიერი ბრენდისთვის იდენტობის შექმნა ინდივიდუალური სურნელის დახმარებით. ბრენდი შეიქმნა იმისთვის, რომ არომა მარკეტინგით ეთქვა ახალი სიტყვა ბიზნეს ინდუსტრიაში.

კომპანია "არომაკოში", ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გაყიდვების გუნდის ლიდერის პოზიციაზე.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

ჩვენ ვეძებთ, მაღალკვალიფიციურ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის ლიდერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს, გაყიდვების გუნდის ლიდერის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შევა, გაყიდვების სრული პროცესის სწორი წარმართვა, გაყიდვების პორტფელის ზრდა, განვითარება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** აქტიურ/დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
** კეთილმოწყობილ ოფისს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ის გამოყენების შესაძლებლობას;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #1ა
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 6000-დან (ფიქსირებული + ბონუსი)

ძირითადი უფლება მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის/გეგმის მიყოლა და განხორციელების მართვაში ჩართულობა;
** პორტფელის ზრდაზე პასუხისმგებლობა;
** კომპანიის კლიენტებთან ხანგრძლივი ურთიერთობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ინდივიდუალური გაყიდვების გეგმის შესრულება;
** B2B გაყიდვების გუნდის ყოველდღიური მართვა და მხარდაჭერა;
** გაყიდვების გუნდისთვის თვიური გეგმების გაცნობაში ჩართულობა;
** ჯგუფის გაყიდვების გეგმის შესასრულებლად, შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების მართვა;
** გაყიდვების გუნდის ინდივიდუალური შედეგების შეფასება;
** დებიტორებთან ურთიერთობის მართვაში ჩართულობა ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაციაში;
** ჰოლდინგის მასშტაბით, მიმართულების ხელმძღვანელებთან კოორდინაციაში მუშაობა;
** ხარისხის და მომსახურების სტანდარტების მონიტორინგი;
** რეპორტინგი და ანალიტიკა;
** მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან და ჰოლდინგის CEO-სთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრი, ეკონომიკის, მარკეტინგის ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით.
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, გუნდის მართვის მიმართულებით.
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook)
** ინგლისური ენის ცოდნა;
** CRM პროგრამული უზრუნველყოფის და გაყიდვების ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა.

უნარები:

** ძლიერი ლიდერობის და გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებისა მართვის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aromaco.ge; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების გუნდის ლიდერი".

გისურვებთ წარმატებას!

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე