დასახელება:
უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
RSM Georgia Solutions
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
კომპანია "არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"არესემ საქართველო სოლუშენსი" მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის ვენდორის, SAP-ის პარტნიორია. კომპანია ახორციელებს გადაწყვეტილება SAP Business One-ის იმპლემენტაციას. SAP Business One წარმოადგენს ERP სისტემას, რომელიც აერთიანებს და უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზირებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (სრული)
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** დამკვეთი ორგანიზაციის ბიზნეს საჭიროებების შესწავლა და ანალიზი;
** დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაცია, დასმული ამოცანების განხილვა და რეკომენდაციების გაწევა;
** ორგანიზაციის შიდა ტექნიკურ ჯგუფებთან ურთიერთობა;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის მომზადება და წარდგენა;
** უცხოელ და ქართველ ვენდორებთან კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, IT-ის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო უნარ-ჩვევები;
** ფინანსების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საბუღალტრო/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე career@rsm.ge 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|