Робота для біженців з України
IT ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: RSM Georgia Solutions
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია "არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"არესემ საქართველო სოლუშენსი" მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის ვენდორის, SAP-ის პარტნიორია. კომპანია ახორციელებს გადაწყვეტილება SAP Business One-ის იმპლემენტაციას. SAP Business One წარმოადგენს ERP სისტემას, რომელიც აერთიანებს და უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზირებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (სრული)

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** დამკვეთი ორგანიზაციის ბიზნეს საჭიროებების შესწავლა და ანალიზი;
** დამკვეთის საჭიროებების შესაბამისად სისტემის სისრულეში მოყვანა;
** დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაცია, დასმული ამოცანების განხილვა და რეკომენდაციების გაწევა;
** შესაბამისი დოკუმენტაციის/აღწერილობის მომზადება;
** ორგანიზაციის შიდა ტექნიკურ ჯგუფებთან ურთიერთობა;
** პროექტის რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
** გადაწყვეტილების რეალური ექსპლუატაციის გრძელვადიანი მხარდაჭერის გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ტექნიკური ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია Excel-ის advanced დონე);
** ინგლისური ენის ფლობა - B2 დონე;
** საბუღალტრო/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე career@rsm.ge 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე