Робота для біженців з України
ფილიალის ფრონტის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის ფრონტის მენეჯერი
მომწოდებელი: ბოქსეტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ბოქსეტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის ფრონტის მენეჯერის პოზიციაზე.

"ბოქსეტ ჯორჯია" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიის ქართული წარმომადგენლობა, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და საბერძნეთიდან.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, დემეტრე თავდადებულის 10
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შაბათი 10:30-16:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ხელზე ასაღები 1000 ლარი + ბონუსი და დანამატი

საქმიანობის აღწერა:

** ფილიალში შემოსული მომხმარებლების მომსახურება, ამანათის გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, ამანათის გაცემის უზრუნველყოფა;
** ამანათების სისტემურად მიღება და განთავსება;
** საქართველოდან გასაგზავნი ამანათების მიღება, დამუშავება და სისტემაში ასახვა;
** კურიერზე გადასაცემი ამანათების დამუშავება და გამზადება გადასაცემად;
** დანაკლისისა და ზედმეტი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
** დავალების სრულყოფილად შესრულების მიზნით უფლებამოსილ თანამშრომლებთან კოორდინაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** კოლეგიალურობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: s.chkhikvadze@boxette.ge; გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია "ბოქსეტ ჯორჯია" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე