Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666323&print=yes&view=jobs
 
საწყობის დამხმარე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის დამხმარე
მომწოდებელი: ბოქსეტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ბოქსეტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარის პოზიციაზე.

"ბოქსეტ ჯორჯია" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიის ქართული წარმომადგენლობა, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და საბერძნეთიდან.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, დემეტრე თავდადებულის 10
გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი - კვირაში 3-4 დღე
ანაზღაურება: დამოკიდებულია გამომუშავებაზე და ტვირთის მოცულობაზე.

საქმიანობის აღწერა:

** საწყობში ამანათების მიღება, პროგრამაში აღრიცხვა და შესაბამის თაროებზე განთავსება;
** დანაკლისისა და ზედმეტი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
** ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისებისა და ზედმეტობების მიზეზის მოკვლევა;
** დავალების სრულყოფილად შესრულების მიზნით უფლებამოსილ თანამშრომლებთან კოორდინაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** კოლეგიალურობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: s.chkhikvadze@boxette.ge; გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია "ბოქსეტ ჯორჯია" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია