დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
|
წარმოების სფეროში მოქმედი კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათი-პარასკევი), 10:00-19:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი
სუბორდინაცია:
** ექვემდებარება: ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელს
** დაქვემდებარებაში ჰყავს: მძღოლი/მომმარაგებელი
** ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები)
კომპანიის ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ტელეფონი
** კორპორატიული ნომერი ულიმიტო სასაუბრო პაკეტით
ძირითადი ამოცანები:
** საწარმოს საჭიროებების მიხედვით მასალებისა და ინვენტარის მოძიება და შესყიდვის უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკება, კომერციული წინადადებების მიღება და შედარება;
** შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი;
** საწყობის ნაშთების მონიტორინგი და დროული შევსება;
** შესყიდული მასალის გადამოწმება, წუნდებული პროდუქციის შემთხვევაში მომწოდებელთან უკუკავშირი;
** მძღოლი/მომმარაგებლის კოორდინაცია მასალების ტრანსპორტირებისთვის;
** მარაგების აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და მომწოდებლების ბაზის განახლება.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვების ან ლოგისტიკის მიმართულებით;
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hrrecruitment787@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: შესყიდვების მენეჯერი.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
|
|
|
|