Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიოდიზელი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ფუნქცია მოვალეობები:

** სოციალური მედიის არხების მართვა;
** სოციალური მედიის სტრატეგიის გაწერა და აღსრულება;
** საიმიჯო და სარეკლამო პოსტების მომზადება;
** კონტენტის შექმნა სოციალური მედია არხებისთვის;
** პოსტების რეფერენსების მომზადება და ვიზუალის შექმნა-დიზაინი (აუცილებელი პირობა);
** კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** კომპანიის კრეატიულ პროცესებში ჩართულობა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** კომპანიის სიახლეების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება;
** სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
** სოციალური მედიის სფეროში ახალი მიდგომების, ტექნიკებისა და ინსტრუმენტების მოძიება, მათი დანერგვა და განვითარება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Facebook Ads Manager-ის სრულფასოვნად ცოდნა;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Premiere Pro…);
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** "ქოფირაითი"-ს პრინციპებისა და ტექნიკების საბაზისო ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (აუცილებელი პირობა);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელი პირობა);;
** გამართულად წერისა და აზრის ლაკონურად, გასაგებად ჩამოყალიბების უნარი (აუცილებელი პირობა);.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა (აუცილებელი პირობა);
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biodiesel.ge. გთხოვთ სათაურის ველში - subject, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე