დასახელება:
ინვენტარიზაციის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ადლი
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
|
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი / დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.
ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:
** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
** სამსახურეობრივი მიზნებისთვის, ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off -ს;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე.
სამშენებლო კომპანია "ადლი"-ში ვეძებთ გუნდის წევრს ინვენტარიზაციის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და მართვა;
** სამშენებლო ობიექტზე მასალების მიწოდების გეგმის მოკვლევა და კომპანიაში არსებული პროცედურების მიხედვით შეტანისას ზედამხედველობა;
** სამშენებლო ობიექტებიდან მასალების გამოტანის და მომწოდებლებთან ჩაბარების ზედამხედველობა;
** სამშენებლო ობიექტების სისტემატური შემოვლა, დაზიანებული მასალების ან/და სამშენებლო მასალების არასწორი ექსპლუატაციის აღმოჩენა, მასალების დასურათება, შესაბამისი აქტის შედგენა და პასუხისმგებელი პირებისთვის მიწოდება;
** სამშენებლო მასალების გამოხსნის პროცესზე დასწრება და დაზიანებების გამოვლენა;
** კომპანიაში არსებული ინვენტარის/მასალის ნაშთის მართვა;
** ხელმძღვანელ პირებთან სხვადასხვა რეპორტინგის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სამშენებლო მასალების/ინვენტარის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** სამუშაო ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების მოძიების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ინვენტარიზაციის სპეციალისტი".
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.adli.ge/
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სამშენებლო კომპანია " ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|