დასახელება:
კომერციული დირექტორი
|
მომწოდებელი:
ცურ ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
|
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქართულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2019 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს თავის სფეროში მოწინავე ინოვაციურ კომპანიებს, როგორიცაა კომპანია "არომაკო`, "ნამი 8, "ლალინი", "ზიონი" "მასორი" და "ბიზნეს ლაბორატორია. ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/
კომპანია "TSUR GROUP"-ში ვეძებთ გუნდის ახალ ლიდერს კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
ჩვენ ვეძებთ, განვითარებაზე ორიენტირებულ ლიდერს, რომელსაც შეუძლია კომპანიის გლობალური ხედვების ჰოლდინგის მასშტაბით განხორციელება. ჰოლდინგის ინოვაციური პროდუქტების ქართულ ბაზარზე აქტიური წარდგენა. შესაბამისი გუნდების/დეპარტამენტების ჩამოყალიბება და ჰოლდინგის სტრატეგიული მიზნის ქვეშ გაერთიანება.
კავკასიის რეგიონის და შუა აზიის ქვეყნების კვლევა, სტრატეგიული დაგეგმვა და ჰოლდინგის ბრენდების შეყვანა ახალ ბაზარზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** აქტიურ/დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
** კეთილმოწყობილ ოფისს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ის გამოყენების შესაძლებლობას;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #1ა
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00-18:00 სთ
ძირითადი უფლება-მოვალეობები:
** კომპანიის კომერციული სტრატეგიების შემუშავება ჰოლდინგის CEO-სთან ერთად.
** კომერციული სტრატეგიის განხორციელება და შესრულების მართვა:
** ბაზრის კვლევა, მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად.
** ახალი ბაზრებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მოზიდვა;
** ჰოლდინგის მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრაში აქტიური ჩართულობა;
** კომპანიის B2B და B2C- მიმართულების განვითარება.
** KPI -ების ჩამოყალიბება და დეპარტამენტების შესრულებული სამუშაოს შეფასება და ანალიზი;
** კომპანიის კომერციული სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით, პროექტების შემუშავება, განხორციელება და აღსრულების მონიტორინგი;
** ხარისხის სტანდარტების მონიტორინგი და დაცვა.
** მიმართულების ხელმძღვანელებთან კოორდინაციაში მუშაობა;
** თანამშრომელთა შერჩევაში ჩართულობა;
** თანამშრომლების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, გუნდის ლიდერობა, მხარდაჭერა და მართვა;
** კომპანიის რისკების ანალიზი და მართვა.
** რეპორტინგი და ანალიტიკა ჰოლდინგის CEO-სთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 7+ წლიანი გამოცდილება. მათ შორის, გუნდის მართვის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება.
** სტრატეგიული დაგეგმვის, ტალანტების მართვის და პროექტების მართვის მენეჯმენტში გამოცდილება.
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook)
** ქართული და ინგლისური ენების უმაღლეს დონეზე ცოდნა.
** CRM პროგრამული უზრუნველყოფის და გაყიდვების ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა.
უნარები:
** სტრატეგიული აზროვნების და მართვის უნარი:
** ძლიერი ლიდერული უნარ-ჩვევები;
** სამუშაოს დაგეგმვის, მართვის და დელეგირების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsur-group.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კომერციული დირექტორი".
გისურვებთ წარმატებას!
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|