დასახელება:
უწყვეტი განათლების ცენტრის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
|
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას უწყვეტი განათლების ცენტრის სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ან 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. (შესვენება 13:00-14:00 საათი)
უწყვეტი განათლების ცენტრის სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები/შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:
** ცენტრის ამოცანების შესრულების ორგანიზება, ცენტრის ხელმძღვანელისთვის ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით წინადადებების წარდგენა.
** რეგულარული ტრენინგების გეგმის შედგენა და განხორციელება, რომლებიც ცენტრმა წლის მანძილზე უნდა შესთავაზოს ადმინისტრაციულ, აკადემიურ/მოწვეულ პერსონალს, სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
** შრომის ბაზრის დინამიკის რეგულარულ ანალიზი, რა სახის სატრენინგო კურსებზეა მზარდი მოთხოვნა.
** უწყვეტი განათლების პროგრამების გეგმის შედგენა და განხორციელება, რომლებიც ცენტრმა წლის მანძილზე უნდა შესთავაზოს დაინტერესებულ პირებს;
** უწყვეტი განათლების პროგრამების შემუშავებას ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ფონდებთან, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით;
** უწყვეტი განათლების პროგრამების პოპულარიზაცია და მათი განხორციელება;
** დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება ცენტრის მუშაობის ძირითადი საკითხების შესახებ;
** დამსაქმებლების მონაცემთა ბაზის მონიტორინგი და განახლება;
** სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა რეესტრის წარმოება;
** რეგულარულ ტრენინგებზე და უწყვეტი განათლების პროგრამებზე მსურველთა რეგისტრაცია;
** სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო კონსულტაციის გაწევა დაინტერესებული მხარეებისთვის;
** ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ჩატარების საორგანიზაციო ხელშეწყობა;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში დონორებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით ჯგუფებთან და სხვ. კომუნიკაციის წარმართვა (მაგ:ზოგადი ინფორმაციის მიწოდება, მონაცემთა გაცვლა/გაზიარება და სხვა);
** უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** პროექტების/ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებული გამოცდილება;
** უმაღლესი განათლების სპეციფიკის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა (B1);
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Power Point, Outlook) ცოდნა.
საჭირო უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი);
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სტატისტიკური მონაცემების შედგენის უნარი;
** დარწმუნებისა და მოლაპარაკებების უნარი;
** სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** დოკუმენტაციის შესწავლა/გადარჩევა
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: thu-posta@thu.edu.ge და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 22 სექტემბერი, 18:00 სთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე CV გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
|
|
|
|