Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=666224&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: HazetGeorgia
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
"HazetGeorgia" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
ანაზღაურება: 3000-4500₾

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვის პროცესების მართვა შესყიდვების პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისობაში;
** შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი;
** გონივრულ ვადებში შესყიდვის პროცესის წარმოება;
** ადგილობრივი მომწოდებლების მოძიება ბაზარზე და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
** შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და მომწოდებლების ბაზის განახლება;
** პროექტის ფარგლებში, მუდმივად და მჭიდროდ თანამშრომლობა უშუალო პროექტ მენეჯერთან/ და ნებისმიერ დამკვეთ დეპარტამენტთან.
** პროექტის ფარგლებში, შესყიდვების გეგმის წარმართვა შეთანხმებული ვადების გათვალისწინებით;
** ტექნიკური დავალების მიღება, გადამოწმება ყველა დეტალის გათვალისწინებით;
** არაგეგმიური შესყიდვის წარმოება ხარჯის დამტკიცების პროცედურების გათვალისწინებით;
** შესყიდვების ანალიზი,
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და დირექტორთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამშენებლო სექტორში მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
** სასურველია ინგლისურისა ან/და რუსული ენის ცოდნა;
** ნებისმიერი საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** ინიციატურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@hazetgeorgia.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია